საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არანაკლებად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და საქართველოს ამ კუთხითაც სჭირდება დახმარება. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ბათუმში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

,,ამ კუთხით თანამშრომლობა უკვე დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ნატოს დახმარებაც გვჭირდება, იმისათვის, რომ საქართველო გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევას, რომელიც ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველო, რომელმაც მეორე კომპაქტი დაასრულა, დღეს ,,მილენიუმ ჩელენჯის“ კორპორაციამ ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად აღიარა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს