აუდიტის სამსახური -  2017 წელს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს  აჭარბებდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2014-2017 წლებში „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ყოველწლიურად კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანებების შემცირების ნაცვლად, ელექტროსისტემის ვალდებულებები იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ამასთან , ელექტროსისტემის დავალიანება წლების განმავლობაში მზარდი იყო და 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს 3-ჯერ და მეტად გაიზარდა და 598,030,211 ლარი შეადგინა.

ამასთან, აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, გაანალიზოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, რამდენადაც ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში რეაბილიტაციის გეგმა შეიცვალა სამჯერ, რის შედეგადაც ხარჯების მუხლი გაზრდილია ჯამში 45,843,643 ლარით, საიდანაც 21,238,877 ლარის ზრდა (46%) დაუსაბუთებელია.

აუდიტის დასკვნით, „ელექტროსისტემის“ აქტივებში ვალდებულებების წილის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გარეშე, საეჭვო იქნება რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მიღწევა _ „ელექტროსისტემის“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის გეგმა დამკიცებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ და მოიცავს 2008 წლის 20 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ის ეხება ელექტროსისტემის საქმიანობის უმთავრეს მიმართულებებს და მოიცავს იმ ძირითად ღონისძიებებს, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ტექნიკურ და ფინანსურ რეაბილიტაციას და ორგანიზაციულ სრულყოფას. რეაბილიტაციის გეგმაში ასახული ამოცანებიდან და ძირითადი ღონისძიებებიდან უნდა გამომდინარეობდეს ელექტროსისტემის მიერ შემუშავებული და დანერგილი კონკრეტული გეგმები, პროექტები, ბიუჯეტები და პროგრამები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა