აშშ-მა პოლონეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ოფიციალურად გასცა ნებართვა, პოლონეთი ამერიკის პროგრამაში ჩაერთოს, რომელიც ვიზის გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

გასულ თვეს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მალე დაპატიჟებდა პოლონეთს პროგრამაში, რომელიც ამ ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს უფლებას აძლევს, შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე შევიდნენ ბიზნესის, ან ტურიზმის მიზნით ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში ამერიკის საელჩოში სავიზო მიმართვაზე უარის პროცენტი 3 %-ზე დაბალი იყო, რაც აუცილებელი პირობაა ამერიკის უვიზო პროგრამისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო