შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

მინისტრმა დანაყოფების წარმომადგენლებს სოციალური პირობების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში მიმდინარე შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა