ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნოდარ მელაძეს საგამოძიებო უწყებასთან კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ უმუშავია და ვერც პროკურატურაში დაბარებები შეაშინებს.

„ყველა კრიტიკული ტელევიზიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს ე.წ. სამართლებრივი პროცედურები, რასაც კანონთან და სამართლთან საერთო არაფერი აქვს. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია. ქვეყანა რომ დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედია“, - განაცხადა მელაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო: ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა