დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა დემონიზება ხდება

მოსამართლეთა დემონიზება ხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართული სუბიექტები, მათ შორის ზოგიერთი არამოსამართლე წევრიც ცდილობს, რომ უსაგნო ცილისწამებით და ლანძღვით მოიპოვოს პოლიტიკური ქულები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, რითაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლეთა კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო იმ მიმართულებით, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ მეოთხე ტალღის რეფორმის განხორციელებაში.

მისივე განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისტორიული პროცედურა ჩაატარა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას უკავშირდებოდა და შერჩეული კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონით იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რაც წაყენებულია უმაღლესი ინსტაციის მოსამართლის თანამდებობის სტატუსისთვის. დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მიმართ წაყენებული ბრალდებების და კრიტიკის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებები გამუდმებით ისმის და მოსამართლეთა დემონიზება ხდება.

"ასეთი ბრალდებები ისმის გამუდმებით რამდენიმე წლის განმავლობაში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, ცალკეული მოსამართლეების მიმართ. ხდება ამ მოსამართლეთა დემონიზება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართული სუბიექტები, მათ შორის ზოგიერთი არამოსამართლე წევრებიც ცდილობენ, რომ უსაგნო ცილისწამებით და ლანძღვით მოიპოვონ პოლიტიკური ქულები სასამართლო ხელისუფლების ხარჯზე",-განაცხადა გვრიტიშვილმა.

მან პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსმენა საკმაოდ კომპეტენტური და გულწრფელი იყო. რაც შეეხება ოდირისა და ევროსაბჭოს დასკვნას, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომელიც აღნიშნულ დასკვნებშია გამოთქმული არ ეთანხმება, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „მიეწერება ისეთი ხარვეზები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციით არის განპირობებული".

იხილეთ ვიდეო: მოსამართლეთა დემონიზება ხდება - დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა