ლევან მურუსიძე - დაიდოს სია, ვინ არის „კლანის“ წევრი - ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა?

საუბარი იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არის „კლანი", ეს არის აბსურდი, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ დღეს გადავხედავთ, ვინ საუბრობს სასამართლო „კლანზე" ტელევიზიებში, „სულ ბრუნავს 30 ადამიანი, რომლებსაც ტელევიზიებში ექსკლუზივი აქვთ, რომ სასამართლოში კლანია".

"კარგი იქნება თუ ჩამოვყალიბდებით: მაშინ ითქვას, ეს სია დაიდოს - ვინ არის „კლანის“ წევრი. შემდგომ შესაძლებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა?

მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ასეთი პირდაპირი ლანძღვა და თავდასხმა კი მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ არ ყოფილა არასდროს, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

შეიძლება ვისაუბროთ, რაღაც გავაკრიტიკოთ, რაღაც თემები გამოვასწოროთ, მაგრამ ეს პიროვნული შეურაცხყოფა, ვფიქრობ, რომ არ წაადგება მართლმსაჯულებას, თორემ სასამართლო კორპუსი ამას აიტანს და თავის გზას გააგრძელებს. მაგრამ ის, რაც საზოგადოებას და ქვეყანას უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება შეუქცევადი პროცესი იყოს და ის კარგი ტენდენცია, რაც არის, ტრადიციაში გადავიდეს, საქართველო იმ ტრადიციულ ქვეყნებს შეუერთდეს, სადაც სასამართლო არის დამოუკიდებელი, გაცილებით მარტივად იქნება მიღწეული, თუ დავდგებით ყველანი ერთად, შეცდომებს გავაანალიზებთ და ლანძღვას დავანებებთ თავს",-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მან პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დროთა განმავლობაში დაიხვეწება.

„არ შეიძლება ყველაფერი იდეალური იყოს. პირველ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი პირველად იყო და თან სდევს ძალიან დიდი აჟიოტაჟი, მე პირადად, როგორც ლევან მურუსიძეს, მიმაჩნია, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კარგი. დანარჩენი პარლამენტის შესაფასებელია და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება",-განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, ის მიესალმება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კრიტიკული შეკითხვები ისმის.

იხილეთ ვიდეო: დაიდოს სია, ვინ არის "კლანის" წევრი - ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა? - ლევან მურუსიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო