ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ევროპას რუსეთისგან და ჩინეთისგან დაცვა სჭირდება

ევროკავშირს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეებისგან შეერთებული შტატების დაცვა სჭირდება, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუთმა ნიდერლანდების ატლანტიკური ასოციაციის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ნიდერლანდები მიესალმება ევროკავშირის მიერ ნატო-სთვის ფინანსების გამოყოფის გაზრდის საკითხს, რათა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელიც ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარეობს.

„ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების გარანტირებას ვეღარ ვახდენთ“,- განაცხადა რუთმა. მისივე განცხადებით, ევროპას სხვა გზა არ აქვს, რომ არ დათანხმდეს პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნებს. „ჩვენ შეიძლება ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ, დრო, როდესაც ევროპას შეეძლო შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ დამალვა მინიმალური ხარჯებით, დასრულდა“,-განაცხადა რუთმა.

შეგახსენებთ, უკვე წლებია, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს