ბუბა კიკაბიძე - გია ყანჩელი საქართველოს სიამაყე იყო

გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე, - ამის შესახებ მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ გია ყანჩელის პანაშვიდის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, გია ყანჩელი მისი ახლო მეგობარი იყო.

„მსოფლიო დონის მუსიკოსი გარდაიცვალა. გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე. ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა მთელმა ქვეყანამ“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

რუსთაველის თეატრში კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: "გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, საქართველოს სიამაყე..." - ბუბა კიკაბიძე გია ყანჩელს ემშვიდობება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა