პრემიერმა, მინისტრებმა და დეპუტატებმა გია ყანჩელის ოჯახს მიუსამძიმრეს

რუსთაველის თეატრში კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე- პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგო საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხელოვანის ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

გია ყანჩელს რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა