თურქეთი ევფრატის მიდამოებში საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოეპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ევფრატის მიდამოებში საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოეპერაციას გეგმავს. მისი თქმით, ოპერაცია შაბათს ან კვირას დაიწყება.

ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ თურქეთ-სირიის საზღვართან სპეციალური ზონის მოწყობაზე, რომელიც 30 კმ-ის მანძილს მოიცავს. ტერიტორია ტერორისტული ქურთული სახალხო მილიციის დაჯგუფებებისგან გაიწმინდება, - წერს „როიტერსი“.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები და გავეცით აუცილებელი ინსტრუქციები“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თურქულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატები ნელა მოქმედებაში დაადანაშაულა. თურქული მხარე და შეერთებული შტატები ასევე შეთანხმებას ვერ აღწევენ იმის თაობაზე, თუ რა მასშტაბებს მიიღებს სპეციალური ზონა და ვინ დაამყარებს მასზე კონტროლს. პრეზიდენტმა ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდებოდა, თურქეთი სირიაში ცალმხრივ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო