კახა კალაძე ხარკოვის დელეგაციას, ბიშკეკისა და ერევნის მერებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიშკეკის მერს აზიზ სურაკმატოვს, ერევნის მერს აიკ მარუთიანს და ხარკოვის დელეგაციას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სტუმრებმა მერს „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცეს და თავიანთ დედაქალაქებში მიიწვიეს. თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა კოლეგები „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

„წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისის სხვადასხვა რაიონში. ეპიცენტრი კი ტრადიციულად ძველი თბილისი - რიყე, ლეღვთახევი, ევროპის და ორბელიანის მოედნებია. პროგრამა ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის თბილისის სტუმრებისთვისაც არის გათვალისწინებული და ძალიან კარგად აცნობს მათ თბილისურ ტრადიციებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი თბილისსა და აღნიშნულ ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას შეეხო. ასევე, განიხილეს სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა