მამუკა მდინარაძე - ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ვთქვით, რომ არ შეიძლება ამ ლოგიკით ადამიანების შეწყალება

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პრეზიდენტის შეწყალების აქტი გავაკრიტიკეთ და ვთქვით, რომ არ შეიძლება ამ ლოგიკით ადამიანების შეწყალება, დაწყებული პოლიციელის მკვლელობით, გაგრძელებული იმით, რომ შემდეგ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, რომელთა შეწყალებაშიც არანაირი ლოგიკა არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმიც კი იურიდიულად გაუმართავი იყო.

„დისკუსია გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა საკანონმდებლო შეზღუდვები ამ თემაზე. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია მალე უნდა მორჩეს, რათა ეს ხარვეზები, რაც მორალური თვალსაზრისით ჯერჯერობით ხარვეზს წარმოადგენს, უნდა აღმოვფხვრათ საკანონდებლო დონეზე, თუ ამის დახვეწილი იურიდიული მექანიზმი მოიძებნება", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 2018 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე შეწყალებული მსჯავრდებულები. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვეს შეწყალებულთა სია, თუმცა მათი სახელები ვერ მიიღეს, თუმცა ადმინისტრაციიდან უპასუხეს წერილზე, რომლითაც ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

„რადიო თავისუფლებამ“ ეს მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში გადაამოწმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი შეწყალებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით იყო გასამართლებული, რაც „თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს“.

ასევე, ჩამონათვალში არის მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, მათ შორის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და განზრახ მკვლელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა