ადვოკატი - ახლა შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ნიკა გვარამიას დააპატიმრებენ და ნოდარ მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით "მთავარი არხი" შეფერხდება

შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ნიკა გვარამიას დააპატიმრებენ და ნოდარ მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით "მთავარი არხი" შეფერხდება და არ იმაუწყებლებს ისე, როგორც მაუწყებლობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამაუწყებლო კომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, საგამოძიებო უწყების მიზანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა.

„დღესდღეობით, პროკურატურა არც ერთ საქმეზე არ მუშაობს გარდა ამ საქმისა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი მიზანია, გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა, რათა მოხდეს "მთავარი არხის" განეიტრალება.

შეგვიძლია პარალელები გაგავლოთ, მაგალითად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გაუპატიურების მცდელობა იყო. ხუთი დღეა გასული, რაც ეს ინფორმაცია ცნობილია და არანაირი რეაგირება არ მომხდარა. რაღაც სახელმწიფო უწყებებიდან, რომელიღაც სახელმწიფო კომპანიებში, დიდი პრემიებია აღებული, არანაირი რეაგირება არ მომხდარა და კერძო კომპანიაში ამ საკითხებით რომ ინტერესდება პროკურატურა, რომელთანაც წესით არანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს, ეს აჩენს ერთადერთი ეჭვის საფუძველს, რომ რეალურად პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს "მთავარი არხის" განეიტრალება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა იმ საკითხს, ნოდარ მელაძე მუშაობის პერიოდში იღებდა თუ არა ბონუსებს.

რაც შეეხება იმას, თუ პროკურატურის მიზანი ნიკა გვარამის დაპატიმრებაა, რატომ არ მოითხოვეს სასამართლოზე ეს, ადვოკატი პასუხობს, რომ შესაძლოა, პროკურატურისთვის მიცემული დავალებები იცვლებოდეს.

"გამორიცხული არ არის, რომ პროკურატურისთვის გაცემული დავალებები დროდადრო იცვლებოდეს და თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ გირაოს თუ შეუფარდებდნენ, ამით "მთავარი არხი" ეთერში არ გავიდოდა, ნახეს რომ ამან არ იმუშავა. ახლა შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ დააპატიმრებენ და მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით "მთავარი არხი" შეფერხდება და არ იმაუწყებლებს ისე, როგორც მაიწყებლობს, თუმცა, ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომც გააკეთონ, "მთავარი არხი" მაინც გააგრძელებს იგივე რეჟიმში მაუწყებლობას და ექნება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო