გიორგი გახარია - ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის

შეწყალების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და ამაზე პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის პოლიციელის მკვლელის და სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია.

„შეწყალების სისტემასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. რა თქმა უნდა, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი. რა თქმა უნდა, არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მიიღონ",- განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა