კახა კალაძეს რამდენიმე აქტივისტი პლაკატით „კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“ დახვდა

თბილისის მერს კახა კალაძეს ორბელიანის მოედანზე რამდენიმე აქტივისტი პლაკატით დახვდა წარწერით "კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანას ბაღს საფრთხე არ ემუქრება და ბაღში კორპუსის მშენებლობა დაგეგმილი არ არის. "არანაირი პრობლემა არ აქვს ანას ბაღს. ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თითქოს სკვერში ხდება კორპუსის მშენებლობა. სკვერთან კონკრეტულ მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის 2016 წელს გაცემული ნებართვა, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო