სალომე ზურაბიშვილი თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესის ჩატარებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია -ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა პირველ რეგიონულ კონგრესს მიესალმება. პრეზიდენტი მხარს უჭერს ასეთ მასშტაბურ ინიციატივას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები ხელს შეუწყობს რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რვა ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესში მონაწილეობდნენ ასევე ევროპის წამყვანი სპეციალისტები: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან.

ღონისძიება საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და რეგიონში საქართველოს როლის წარმოჩენას ემსახურება.

კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია კონგრესის მონაწილეთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული.

კონგრესი ქართველი ექიმებისათვის საგანმანათლებლო მნიშვნელობასაც ატარებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები