გიორგი გახარია - სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება თბილისის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა

ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეკრებილ საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი.

„თბილისელებს მინდა მივულოცო „თბილისობა“. ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მდუმარე მწუხარებით ვხვდებით ამ დღესასწაულს. მინდა „თბილისობა“ მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ და მინდა თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს, რომ ასე შეგვეძლოს ამ სცენაზე ამოსვლა, ამ ასაკში და ასეთი ღვაწლით. მე მახსოვს ის ეზო, სადაც გავზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული ადამიანები სიკეთესაც ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა