ფოთში, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს

ფოთში, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს და მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. პაპასკირის თქმით, გამოინახება ალტერნატიული გზა, რომლითაც სატვირთო მანქანები იმოძრავებენ.

„როგორც ვიცით, ნავსადგურში დაახლოებით 40-50%-ით მოიმატა ტვირთბრუნვამ, ამან თავისთავად გაზარდა სატვირთო მაქანების მოძრაობა, რაც ბუნებრივია იწვევს ცოტა ხმაურს,რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა.შევთანხმდით იმაზე, რომ ქალაქი მოძებნის ალტერნატიულ გზებს, რომ მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობასთან მოხდეს სატვირთო მანქანების არიდება“, -განაცხადა მერის მოადგილემ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლების მოსაგვარებლად დრო სამშაბათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს