დავით ბაქრაძე  გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში გლეხების პრობლემებს გაეცნო

’’ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, დავით ყოყოჩაშვილის ვენახში ჩავიდა და გლეხების პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ადგილობრივები, დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ,რომ ყურძნის ფასი 70 დან 75 თეთრია . ისინი ბანკიდან გამოტანილი სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ ,რადგან ყურძნის შეწამლისთვის და მიწის დამუშავებაში დიდი თანხა იხარჯება. ყურძნის გაყიდვის ფასი ყოველდღიურად იკლებს და გლეხები ზარალდებიან. ასევე პარტიის ლიდერმა გლეხებთან ერთად რთველშიც მიიღო მონაწილეობა . ’’გაძვირებული და გაუფასურებული ლარის პირობებში, ერთი კილო ყურძნის ფასი ,რომ ისევ 70 თეთრია ეს ნიშნავს იმას, რომ, არც გლეხის შრომას აქვს ფასი და არც მთავრობის მხრიდან რაიმე დაპირებას. მაგრამ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეკონომიკური მდგომარეობა,გლეხი კაცისთვის,ქართველი ადამიანისთვის, რთველი მაინც რჩება იმედის ,ბარაქისა და მომავლის ერთ-ერთ ტრადიციულ ქართულ სიმბოლოდ’’,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა