ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. თამთა თოდაძემ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, საქმე სამართლის დაცვით წარიმართება, რადგან მას აღნიშნული ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.