მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში - ”მართლწესრიგის ოფიცრის თასი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში - "მართლწესრიგის ოფიცრის თასი,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ტურნირის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცერთა ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მოდელს წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა