ადვოკატი - თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანის მეგობარს - მისი ინფორმაციით, ჯიშკარიანის და მისი ოჯახის წევრის  თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი

ჩემი ინფორმაციით, თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანის მეგობარს. მისი ინფორმაციით, იგი შეხვდა ილია ჯიშკარიანს და მის ოჯახის წევრს და მათი თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი,- ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამუნა ლუკავამ ჟურნალისტებს პოლიციასთან განუცხადა, სადაც ამჟამად ჩვენებას გამომძიებელს თამთა თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე აძლევს.

ადვოკატის ინფორმაციით, დეტალებზე სწორედ თამთა თოდაძის დედა ისაუბრებს. როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, ეს კომუნიკაცია 3 დღის წინ, 2 ოქტომბერს შედგა.

„გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება, რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი წარმართვა გამოძიების. ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა თამთამ ჩვენება, რადგან მას აქვს დედისგან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენს მიერ გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ საღამოდან და ჩავრთეთ მასთან სამუშაოდ ფსიქოლოგი“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, იმ პირს, ვისაც თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მას შემდეგ, რაც გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თავად ხათუნა ოქროპირიძე დაასახელებს.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, მან ასევე, გაარკვია, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„გამომძიებელის ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან. დათვალიერება რადგან ჩატარდა, შესაბამისად, დათვალიერების ოქმიც საქმეში დევს“,- განაცხადა თამუნა ლუკავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა