საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (Hall 5.0, B100) წარდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით Georgia Made by Characters, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. როგორც ასოციაციში აცხადებენ, წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე განახლებული სლოგანით მივემგზავრებით - Follow the Journey of Georgian Characters.

ბაზრობაზე მისულ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოს აღმოჩენა სამ სხვადასხვა სივრცეში შეეძლება: საქართველოს ეროვნული სტენდი (Hall 5.0, B100); გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი (Frankfurt Kids Foyer 5.1/6.1); Spend 4 Seasons in Georgia (Hall 3.1 K126).

პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე GEORGIAN CHARACTERS და ბაზრობის სხვა სივრცეებში დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო