აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარისა ტელევიზიის და რადიოს" შენობასთან კამპანია "სირცხვილიას" ფარგლებში აქცია გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალების მუშაობაში ჩარევის საფრთხე არსებობს, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობას შეცვლის.

აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიის ბორდს მოუწოდებენ, რომ მაუწყებლის დირექტორი დროულად აირჩიონ და ის იყოს დამოუკიდებელი ფიგურა.

სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ბრიფინგზე ისაუბრეს, მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღების გამოჩენა სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 6 თვის განავლობაში აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა, ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს. მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა, რადგან ერთ-ერთმა კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ ბორდს უჩივლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო