გიორგი ტყემალაძე - რამდენიმე დღის წინ მქონდა ილია ჯიშკარიანთან კომუნიკაცია და ის  ბრალდებებს არ აღიარებს

მე რამდენიმე დღის წინ მქონდა კომუნიკაცია და ილია ჯიშკარიანი ამ ბრალდებებს არ აღიარებს,- ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ "ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს. ამ ეტაპზე გიორგი ტყემალაძე რაიმე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს.

" იცით, რომ ის იმყოფება საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.რაც შეეხება შეფასებებს, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდგომ გავაკეთებთ შეფასებებს",- აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ