მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი  იპოვეს, სტაბილურად მძიმეა

მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს, სტაბილურად მძიმეა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონულ ჰოსპიტალში განუცხადეს. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

„ოპერაციამდე პაციენტს აღენიშნებოდა გულის გაჩერების ეპიზოდი. ოპერაციამ ჩაიარა ნორმალურად. თუმცა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურების, გულმკერდის და სახის არეში. ოპერაციის შედეგად მოხდა მაგისტრალური სისხლძარღვების აღდგენა და გაიკერა შემავალი ჭრილობები,“- აცხადებენ რეგიონულ ჰოსპიტალში.

არსებული ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე მიიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. უწყების ცნობითვე, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა