პორტუგალიის არჩევნებში მმართველმა „სოციალისტურმა“ პარტიამ გაიმარჯვა

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „სოციალისტურმა“ პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თითქმის ყველა ხმა დათვლილია და წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას პარტიამ პარლამენტში 106 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 230-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისი არაა.

წინასწარი შედეგების თანახმად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სოციალ დემოკრატებმა“ - არჩევნებში ხმათა 28 პროცენტის მოგროვება შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პარლამენტში 77 ადგილი ექნება.

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს