რატი იონათამიშვილი ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე - მსგავსი კონსულტაციები ნამდვილად არ არის

მსგავსი საკითხები და კონსულტაციები ნამდვილად არ არის, - ეს კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა გუნდიდან დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გუნდში განსახილველი საკითხი ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

„მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ დღეს პარლამენტში განვიხილავთ, არის ის, რომ ვაგრძელებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას. დღეს ვუსმენთ მაია ვაჩაძის კანდიდატურას. აქეთკენ არის ფოკუსირებული ჩვენი ყურადღება და ეს არის მთავარი თემა დღის წესრიგში. რაც შეეხება კითხვას, მსგავსი საკითხები და კონსულტაციები ნამდვილად არ არის", - განაცხადა დეპუტატმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა გუნდიდან წასვლის სურვილი ზარდიაშვილს, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, ვის რა სურვილი აქვს ამაზე გააკეთოს კომენტარები და შეფასებები.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარია პროცესი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების განხილვებია. რომელიმე ჟურნალისტი რომელიმე წყაროზე დაყრდნობით რა ინფორმაციას გაავრცელებს, როგორ გაავრცელებს, გადაუმოწმებელი იქნება თუ არა ეს ინფორმაცია, ჩვენ ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. ჩვენ გუნდში განვიხილავთ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს და ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხები არ განგვიხილავს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვანო ზარდიაშვილი უახლოეს მომავალში დეპუტატის მანდატს დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა