რომან გოცირიძე - კაცს რომ ეცემა ზარდიაშვილი ან მელიას მოერტყა ცხვირში, კაცურ ქცევაში ჩაეთვლებოდა და ქალმა გცემოს და პარლამენტში იჯდე, უხერხულია

ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია. ზოგიერთი ვაჟკაცი ამას ვერ აიტანს, იმიტომ, რომ აქ არიან ქურდული გაგების დეპუტატები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ "ქართული ოცნება" შემჩნეულია სექსისტურ მიდგომებში, ქალებს ცოტა ზემოდან უყურებენ, გარდა ამისა პარლამენტში ქურდული გაგებაც არაა უცხო, ნუ გაგვიკვირდება, თუ მართლა გააგდებენ ზარდიაშვილს აქედან, ვინაიდან ქალის ნაცემი კაცი აქ როგორ უნდა იჯდეს?! აი, კაცს რომ ეცემა ან მელიას რომ მოერტყა ცხვირში ან მე, იტყოდნენ, რომ ბრძოლაში დაზიანდა და ჩაეთვლებოდა კაცურ ქცევაში, მაგრამ ქალთან დამარცხებულს ისინი ვერ აიტანენ, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. ბესელიას ნაცვლად სხვა ოპოზიციონერს რომ მოერტყა, იტყოდნენ ხდება, მამაკაცური ამბებია, მაგრამ ქალმა გცემოს და აქ იჯდე?! - უხერხულია, ზოგიერთი ვაჟკაცი ამას ვერ აიტანს, იმიტომ, რომ აქ არიან ქურდული და ტრადიციული კაცური გაგების დეპუტატები. მათ გვერდით მისი ჯდომა ახლა „გრეხია“... თუ სერიოზულად ვიტყვით, ვინ ეკითხება ზარდიაშვილს ან პარლამენტში შემოსვლას ან აქედან გასვლას?! გადაწყვეტს ივანიშვილი იმისდა მიხედვით, როგორ შეუფასებენ ამ მოვლენას. თუ ეტყვიან, რომ გასაგდებია... აქ უამრავი შიდა ბრძოლაა, გააჩნია რომელი ხაზი გაიმარჯვებს. ერთი რამ ცხადია, ბესელიასთან ხანგრძლივ ბრძოლას მისი რეპუტაცია, თუ კი მას საერთოდ ჰქონდა, შეეწირა და დასრულდა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა