მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს და თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები იტყობინებიან, ამერიკული ძალების გასვლა ხორციელდება სასაზღვრო-საგუშაგო პოსტებიდანაც.

„თურქეთი სირიაში დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციას იწყებს“, -განაცხადეს თეთრ სახლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

განცხადების თანახმადვე, შეერთებული შტატები არც მხარს უჭერს და არც ერთვება სამხედრო ოპერაციაში.

შეგახსნებთ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სამხედრო ოპერაციას იწყებს სასაზღვრო ზოლის ქურთული დაჯგუფებებისგან გაწმენდის მიზნით.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს