„არბიტრაჟის დღეები 2019“-ის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მსოფლიოს წამყვანი პრაქტიკოსი ემანუელ გაილარდი იქნება

9-11 ოქტომბერს, თბილისში, ყოველწლიურ კონფერენციაზე „არბიტრაჟის დღეები 2019“ ერთ-ერთი მთავარი სიტყვით გამომსვლელი პროფესორი ემანუელ გაილარდი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ემანუელ გაილარდი მსოფლიოს საარბიტრაჟო საზოგადოებაში წამყვან პრაქტიკოსად და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება.

„გაილარდი არის მნიშვნელოვანი თეზისებისა და თეორიების ავტორი და მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე არბიტრაჟის დარგის განვითარებაში. ემანუელ გაილარდი წარმოადგენდა გამარჯვებულ მხარეს მსოფლიო არბიტრაჟის ყველაზე მაღალბიუჯეტიან, მრავალმილიარდიან საარბიტრაჟო დავაში.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე მე-6 წელია ტარდება და მისი მიზანი არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვაა. კონფერენციის მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ამ სფეროში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, მთავარი კონფერენცია 10 ოქტომბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები გახსნიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა