თსუ-ში გაცვლითი პროგრამის უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 33 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. მათ შორის არიან სტუდენტები ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

უცხოელ გაცვლით სტუდენტთა მისასალმებელი ღონისძიება თსუ-ში საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

სტუდენტებს თსუ-ს სახელით მიესალმა რექტორი გიორგი შარვაშიძე. მისი თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენი სტუდენტები წარმოადგენენ ძირითად ევროპულ ქვეყნებს, აზიას და ლათინურ ამერიკას. შემდეგ სემესტრშიც გვეყოლება უცხოელ სტუდენტთა სერიოზული რაოდენობა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავას განცხადებით, უნივერსიტეტში პირველად არიან სტუდენტები ბრაზილიიდან და დანიიდან.

„ბოლო სამი წლის დინამიკა გვიჩვენებს, რომ დაინტერესება ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ საკმაოდ მზარდია. ამჯერად, თსუ-ში უცხოელი სტუდენტები ერთ ან ორ სემესტრს გაატარებენ. ისინი 12 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. სტუდენტების მიერ არჩეული კურსებიც ასევე ძალიან მრავალფეროვანია, ისინი ისწავლიან ყველა ფაკულტეტზე და ასევე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში“, - განაცხადა თეა გერგედავამ.

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელმა ირმა გრძელიძემ უცხოელ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა თსუ-ში მოქმედი პროგრამების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.

„დამაინტერესა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სტუმრობამ, ამიტომ ჩამოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საინტერესოა თქვენი პერსპექტივიდან შევხედო ევროკავშირს. ბერლინში პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებაზე ვსწავლობ. აქ უფრო სამართლის მიმართულებას გავდივარ. ბევრი რამ არ ვიცოდი საქართველოს შესახებ. ძალიან დაინტერესებული ვარ ამ რეგიონით, საქართველოს კულტურით და ქართული ენის შესწავლასაც ვაპირებ“, -აღნიშნა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (გერმანია) სტუდენტმა მაგალი აგნეს ჰუბერსმა.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოადგილის არჩილ ჯავახიშვილის თქმით, „უცხოელ სტუდენტებს აინტერესებთ, რამდენად აქტიური სტუდენტური ცხოვრება აქვთ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. სტუდენტური თვითმმართველობა მათ სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს. შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პირველკურსელების მისასალმებელ ღონისძიებაში, ასევე მიგვყავს სხვადასხვა ექსკურსიებზე, რომელიც დაგეგმილია თსუ სტუდენტებისთვის. ნებისმიერ საგანმანათლებლო, სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე მათთვის დასწრება თავისუფალია, განსაკუთრებით სპორტული ღონისძიებები ძალიან იზიდავთ.“

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და ასევე, ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც უცხოელ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ ესაუბრნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს