„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ -  სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს, უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.

ამასთან, ორგანიზაციას კონკრეტული მაგალითები მოჰყავს, რომლებიც შერჩევით მიდგომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოების ქმედებები შესაძლოა, სადამსჯელო შინაარსსაც ატარებდეს და სამომავლოდ აქციის მონაწილეების დაშინებისკენ იყოს მიმართული.

„მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს, აღნიშნული კი სახელმწიფოსგან სწრაფ და სამართლიან რეაგირებას მოითხოვს. სამართლიანი რეაგირების არარსებობის გამო ღრმავდება საზოგადოების უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და კიდევ უფრო მყარდება მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნის ეჭვები.

საზოგადოების თვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოძიებას, მაქსიმალური გამჭვირვალობითა და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომით აწარმოონ და დაასრულონ იგი,” -აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფსება იხილეთ ბმულზე: https://www.transparency.ge/ge/blog/saxelmcipos-kmedebebi-20-ivnisis-sakmis-gamoziebis-parglebshi-kvlav-sherchevitia?fbclid=IwAR0_vkbZ4KyqCLv8HCHhQk3DQpthoJaSlZHFne5GuJxEL0ItFSpbvKNiuB8

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო