თომას ბარაისი - ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში

„ბევრი გერმანელი გამოთქვამს სურვილს, განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი,“ - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მე მიხარია, რომ ეს შეხვედრა აქ, თბილისში შედგა. თბილისი და მთლიანად საქართველო წამოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას გერმანიისთვის. ჩვენ ვამყარებთ წარმატებულ საქმიან ურთიერთობებს, რისი დასტურიცაა დღეს აქ მაღალი დონის წარმომადგენლობის ვიზიტი,“ - განაცხადა თომას ბარაისმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ.

„აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მოსაზრებების გაცვლისა და ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებისთვისთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატებული მიმდინარე პროექტი და ფორუმის ფარგლებში ასევე ვიხილავთ, თუ რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება. ბევრი გერმანელი გამოთქვამს, სურვილს განავითაროს ბიზნესი საქართველოში და მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ თანამშრომლობას ექნება ადგილი,“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს