გია ხუხაშვილი - ანტიგმირი უნდა დამალო - ზარდიაშვილს მოუძებნიან ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას თვალში ნაკლებად გაეჩხირება

ზარდიაშვილის წასვლა-მოსვლა საერთოდ არ არის საინტერესო. პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული ზარდიაშვილი, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას.

ხუხაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან ეს არა მორალური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური ტაქტიკა იყო - დამალო ვინმე დროებით იმიტომ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღო“.

“ზარდიაშვილი აქამდე რომ იყო პარლამენტში, ჩემთვის ესეც პრობლემატური იყო. კონკრეტულად ვანო ზარდიაშვილს კი არ ვერჩი, უბრალოდ ის ელემენტი, რასაც განასახიერებს ვანო ზარდიაშვილი ქართულ სინამდვილეში, არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ის და არა მხოლოდ ის, ბევრი სხვაც, განასახიერებდა იმ სისტემურ მანკიერებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად აითვისა და დაეყრდნო თავის ქმედებებში. ვანო ზარდიაშვილი ასოცირდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერებასთან და საერთოდ პოლიტიკური ქამელეონიზმის ფენომენთან, როდესაც პარტიიდან პარტიაში გადადიხარ, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ძალაუფლებაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აქამდე თუ ვსაუბრობდით „შერჩევით სამართალზე“, ახლა საქმე გვაქვს „შერჩევით მორალთან“.

„ფაქტია, ეს არ იყო მორალური გადაწყვეტილება. ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ ყოვლად წარმოუდგენელ უტიფრობას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხმალამოღებულები იცავენ საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატს აშკარა ძალადობაზე, მაგრამ სამაგიეროდ რიგში დგებიან ხაჭაპურზე სალაპარაკოდ.

ხელისუფლების სარგებელი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ხდება ანტიგმირი, ის უნდა დამალო. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილს ძალიან დაჩაგრავენ, უბრალოდ მოუძებნიან უფრო ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას ნაკლებად გაეჩხირება თვალში. დამერწმუნეთ, არანაკლებ პოზიციაზე ვიხილავთ მას, უბრალოდ ის საჯარო სივრციდან გაქრება თორემ პოზიცია არ შემცირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა