მაია ვაჩაძე - მოსამართლე არ არის მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად

მოსამართლე არ არის მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად, ეთიკის ფარგლებში - ასე უპასუხა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ, რომელიც მოსამართლეების საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, აქტიურობას შეეხებოდა.

როგორც ვაჩაძემ აღნიშნა, როცა მოსამართლის გამონათქვამი არის არაეთიკური, ეს არის მიუღებელი.

„როცა მოსამართლე დებატებში შედის პოლიტიკოსებთან, მე ამას არ ვამართლებ, მაგრამ მოსამართლე არ არის მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად, ეთიკის ფარგლებში, არაპოლიტიკური შეხედულების მიმართებით. რატომ არ ვაკეთებ ამას მე, ის ღიაა ყველასთვის და ამ ღიაობით მან უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მასთან მოდის. კი არ დაბლოკოს, არამედ განსხვავებული აზრი მიიღოს. შენ აღიარებ ამ სფეროს იმისთვის, რომ ვიღაც პოლემიკაში შენთან შემოვიდეს და ყველა დადებითი აზრის ვერ იქნება. ამიტომ ჩემი მოსაზრება ასეთია -მე მოსამართლე უფრო დაცული ვარ თუ მე ამ პოლემიკაში არ შევალ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუნჯი ვარ,“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

ამასთან მაია ვაჩაძემ მაგალითად „რუსთავი 2-ის“ საქმე მოიყვანა, რომლის განხილვაშიც თავად მონაწილეობდა.

„როცა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, მეორე დღეს ამ ტელეკომპანიამ მთხოვა გამეკეთებინა განმარტება. ეს იმ დონის საქმეა, რომელზეც მთელი საზოგადოება მობილიზებულია და მთელი საზოგადოების ინტერესი არსებობს. მე არ შემიძლია განმარტება გავაკეთო განსახილველ საქმეზე, მაგრამ განხილულ საქმეზე არ ვარ ვალდებული, თუმცა უფლებამოსილი ვარ, მე გავაკეთე განმარტება, იმიტომ რომ ამაზე არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,“ - აღნიშნა ვაჩაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო