ხათუნა ლაგაზიძე - ზარდიაშვილს გუნდმა აიძულა მიეღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება - მისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა

ზარდიაშვილი, ერთი მხრივ ასოცირდებოდა „ნაციონალების“ ბნელ მხარესთან და მეორე მხრივ, მისი ქმედებები ყოველგვარ მორალს მიღმა იყო, ამიტომაც მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ მან მანდატი უნდა დატოვოს, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს იმიჯი გადაირჩინოს.

„ქართული ოცნება“ იძულებულია საკუთარი იმიჯის გადატვირთვაზე იზრუნოს და ამ გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იქნება იმ ადამიანებისგან დისტანცირება, რომლებიც „ნაციონალური“ წარსულის არიან. ანუ ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასოცირებულია ყველაზე ბნელ მხარესთან და დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან.

აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია ამ გადაწყვეტილების მიღება და მისასალმებელია. ეს რომ ზარდიაშვილის პიროვნული გადაწყვეტილება არ არის, სრულიად ნათელია. ის გუნდმა აიძულა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თორემ ზარდიაშვილისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა. თუმცა, მანდატის ჩამორთმევა ავტომატურად ხომ არ ნიშნავს კონტაქტების წართმევას? შეიძლება ის გაწიეს თანამდებობიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზარდიაშვილს ავტომატურად კონტაქტები აღარ ექნება. მაგალითად, ის შეიძლება კვლავ დარჩეს ზურგში არსებულ ფორმალურ თუ არაფორმალურ კონტაქტ პერსონად სასამართლო სისტემასა და პარლამენტს შორის. ზარდიაშვილი მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იქნებოდა დარტყმის მთავარი მიმართულება, ამიტომაც ასეთ ფიგურებს ჩამოიშორებენ საარჩევნო წელს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა