არჩილ თალაკვაძე - ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოჩნდა, რომ ის იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი და შემადგენელი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ზარდიაშვილმა აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება.

ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება და ასევე ღირსეული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით ვანო ზარდიაშვილმა ჩვენ ყველას და საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაზე და კამპანიაზე, რაც პოლიტიკაში შეიძლება ხშირად მოხდეს, მაღლა დგას ღირსება და ადამიანური ნაწილი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც აქვს. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის სახელით. ცოტა დრო არ არის, რაც ჩვენ პარლამენტში ვმუშაობთ. მინდა წარმატებები ვუსურვო ცხოვრებაში და კარიერაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოჩნდა, რომ ის იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი და შემადგენელი იყოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს