არჩილ თალაკვაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში პარლამენტის ძირითადი გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტსა და ფონდს შორის არსებული ურთიერთობები და განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები.

მხარეებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებსა და რეფორმებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს