ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილის ცხოვრებაში, წესით, შემდეგი თავი უნდა იყოს ის, რომ დიდი დრო უნდა გაატაროს პროკურატურის შენობაში

ვანო ზარდიაშვილის ცხოვრებაში, წესით, შემდეგი თავი უნდა იყოს ის, რომ მან დიდი დრო უნდა გაატაროს გორგასლის 24 ნომერში, ეს არის გენერალური პროკურატურის შენობა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების საკითხს.

ანა დოლიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ვანო ზარდიაშვილს სასამართლოში არსებულ „კლანთან" კავშირი აქვს, 2012 წლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა გაიზარდა. აქედან გამომდინარე, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ სწორედ საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ზარდიაშვილის საქმიანობას კორუფციასთან.

ვანო ზარდიაშვილს ამ შენობაში დიდი დრო აქვს გატარებული ზურაბ ადეიშვილის მდივან-რეფერენტის რანგში, მაგრამ ამჯერად მან ბევრი დრო უნდა გაატაროს დაკითხვებში სასამართლოს „კლანთან" და კორუფციასთან მიმართებით, სულ უნდა გაუცვდეს ფეხსაცმელი. უამრავი კითხვის ნიშნები არსებობს, შეხედეთ მისი მეუღლის დეკლარაციას ქონების საოცარ მატებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შეძენილ უამრავ ბინასთან, ფართთან და ჩუქებებთან დაკავშირებით, ასევე ცოლ-ქმრის უზარმაზარ გავლენებთან მიმართებაში მოსამართლეების დაწინაურება-დანიშვნებში.

ეს არის რაღაც ეტაპი, რითიც ვანო ზარდიაშვილი გადის საჯარო სივრციდან. ჩემი ნება რომ იყოს ის, დიდ დროს საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, გორგასლის 24 ნომერში, გენერალურ პროკურატურაში გაატარებდა, სანამ არ დადგინდებოდა, აქვს თუ არა კავშირი მის საქმიანობას კორუფციასთან.

იმის პარალელურად, რომ ის არის გავლენიანი, ასევე მისი ცოლი პირდაპირაა დაკავშირებული მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურების პროცესთან. ეს ცალსახად გამოსაკვლევია და არ მგონია მისი საჯარო საქმიანობა ამით უნდა დასრულდეს, რომ მორჩა, წავიდა და დაამთავროს საუბარი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა 2015 წლიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა