2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება

2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს. კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით პროექტი შენიშვნებით, მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება.

„შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5 %-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5 %-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება. „პროექტით ინფლაცია გათვალისწინებულია 4% -ის დონეზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მაშინ როდესაც სექტემბრის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა“,-ნათქვამია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით. შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს