მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული

მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლილუაშვილი ძლიერი კადრია.

„ბატონ გრიგოლს ვიცნობ, როგორც ერთ-ერთ ღირსეულ, ქვეყნისთვის თავდადებულ, პროფესიონალ, ძლიერ პიროვნებას და კადრს. შესაბამისი პროცედურებით აღნიშნული საკითხი შემოვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, გავესაუბრებით. ხედვები და პროგრამები, მისი გარკეული ამბიციაც, რაც ქვეყნის სიძლიერეზეა ორინტირებული, ვიცი და დანარჩენი ვნახოთ“, - აცხადებს კობალაძე.

სუს-ის უფროსის პოსტი ვაკანტური, დაახლოებით, ერთი თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს