მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე - სააკაშვილის მმართველობის დროს ავტორიტარიზმი არ იყო

სააკაშვილის მმართველობის დროს არ იყო ავტორიტარიზმი, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, რომელიც ავტორიტარიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას შეეხებოდა.

ამასთან, მაია ვაჩაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო შეზღუდული.

გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა გადავიდოდა თუ არა ის პლენუმის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული კოლეგიიდან სხვა კოლეგიაში, რაზეც ვაჩაძემ უპასუხა, რომ თუ პლენუმის უმრავლესობა ამას გადაწყვეტდა, ის ასეც მოიქცეოდა.

„იმას ვისაც არ უნდა და უნდა გადასვლა, არ აქვს შეგნებული თავისი როლი რომ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ვისაც აქვს შეგნებული როლი უნდა იცოდეს, რომ დღეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციულში, ხვალ- სამოქალაქოში და ზეგ სისხლის სამართალში“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს