გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, გუშინ, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით.

„დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან.

N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.

N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიიდ განცხადებაში.

თბილისის მერია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა