გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება

გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ. აქციას თავად თამთა თოდაძეც ესწრება.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება და ამას ჯიშკარიანის სტატუსს უკავშირებენ. აქციაზე პერფორმანსიც მოეწყო. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ილია ჯიშკარიანოს საარჩევნო პლაკატი მოიტანა და მას ფეხით გადაურა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატი "ცხვირში არა მხოლოდ მუშტს, არამედ ფეხის დადგმასაც იმსახურებს". აქციაზე სკანდირებენ - "დააკავეთ მოძალადე".

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ისნის მაჟორიტარს ილია ჯოშკარიანს საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო: "ცხოველს შეურაცხყოფას ვაყენებ, როცა ამ ამაზრზენ ადამიანს ვადარებ" - პროკურატურასთან აქციის მონაწილემ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საარჩევნო პლაკატს ფეხით გადაუარა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა