მიხეილ კალანდიას ადვოკატი - FBI-ს შუამდგომლობით მიღებულ „ინსტაგრამის“ 4 აბონენტის მიმოწერიდან დასტურდება, რომ კალანდია არ იყო იმ ჯგუფის ორგანიზატორი, რომელსაც ვიღაცის მოკვლა ჰქონდა განზრახული

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, „ფეისბუქიდან“ მიიღეს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ 4 აბონენტის პირადი მიმოწერა, რითიც დასტურდება, რომ მიხეილ კალანდია არ იყო ორგანიზატორი იმ ჯგუფის, რომელსაც წინასწარ ჰქონდა განზრახული ვიღაცის მოკვლა.

როგორც თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავდაპირველად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს „ფეისბუკიდან“ ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე, რის შემდეგაც, გენერალურმა პროკურატურამ მიმართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, მან კი საქმეში ჩართო ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო.

„მიღებული ინფორმაციით არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია და ასევე სურვილი ბევრი პოლიტიკური ძალისა თუ ფიზიკური პირებისა იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიამ თითქოს 1-ელ დეკემბერს, როცა შეიტყო მისი დეიდაშვილის მიმართ განხორციელებული ბულინგის თაობაზე, მოუწოდა თავის მეგობრებს მოსულიყვნენ 51-ე სკოლასთან ხანჯლებით, დანებით შეიარაღებულები და შური ეძიათ ვიღაცაზე. ეს არ დასტურდება,“ - აღნიშნა თოდუამ.

მისივე თქმით, მიხეილ კალანდია არის უდანაშაულო და ის არის ორი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად დაპატიმრებული ადამიანი.

„გამოძიებამ თავის დროზე ეს მტკიცებულება არ ამოიღო. კომისიის ლაიტმოტივი იყო ის, რომ გამომძიებელმა არ ამოიღო სპეციალურად ეს 51-ე სკოლის მოსწავლეებისგან და სხვა ბავშვებისგან და ეს გააკეთეს მირზა სუბელიანის ზეწოლით. არავითარი ზეწოლა და მოწოდება ადგილზე არ ყოფილა არავისგან,“ - აღნიშნა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს