თამთა თოდაძე - ამ დრომდე დაზარალებულად არ მცნეს

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც თოდაძე ამბობს, სხვა მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში, მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა მალევე ხდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ასე არ მომხდარა.

თოდაძე ამბობს, რომ გამოძიებას საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მიაწოდა იმის დასამტკიცებლად, რომ აღნიშნულ დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

"ამ დრომდე არ მომხდარა ჩემი დაზარალებულად ცნობა, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს უამრავი მტკიცებულება, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დანაშაული მოხდა, პროკურატურა რატომღაც დუმს. ჩემმა ადვოკატმა მიმართა, მათ რომ მოხდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. აქცია სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება, რათა მალე მოხდეს ჩემი ცნობა დაზარალებულად და დაიწყოს საქმის განხილვა, რათა მოვახერხოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცება. ჩვენ გვექნება წვდომა საქმის მასალებზე და გვეცოდინება, როგორ მიდის გამოძიება. მსმენია, რომ როცა ხდება მსგავსი დანაშაული, ყოველთვის მალევე ხდება დაზარალებულად ცნობა. რატომღაც ახლა გამოძიების პროცესიც ძალიან გაჭიანურდა", - განაცხადა თამთა თოდაძემ.

კითხვაზე ხომ არ უკავშირდება გამოძიების გაჭიანურება იმას, რომ ჯიშკარიანს კავშირები აქვს ხელისუფლებაში, თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც აღნიშნული ფაქტი მედიაში გაჟღერდა.

იხილეთ ვიდეო: "ყველა მტკიცებულება მაქვს და არ იბარებენ დაკითხვაზე" - თამთა თოდაძის კომენტარი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქციიდან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა