ანრი ოხანაშვილი - ღირსეულ ადამიანებს არ ვიშორებთ და ამას ნუ მონათლავთ ისე, რომ თითქოს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ზარდიაშვილის გუნდიდან წასვლის შესახებ

ჩვენ ღირსეულ ადამიანებს არ ვიშორებთ და ამას ნუ მონათლავთ ისე, რომ თითქოს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან წასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდში არ განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" გუნდის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ერთმანეთის პატივისცემა და ღირსებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენ ღირსეულ ადამიანებს არ ვიშორებთ და ამას ნუ მონათლავთ ისე, რომ თითქოს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან გასვლის შესახებ, ეს არ არის სწორი. ჯერ ერთი, ის რჩება "ქართული ოცნების" გუნდში, პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც მან შემდგომ შეათანხმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტიის ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე ისაუბრა საკუთარი განცხადების შესახებაც, რომელიც დილას გააკეთა და რომლის თანახმადაც ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან წასვლა არ განიხილებოდა.

"ასევე, ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების არასწორ გამოხმაურებაზეც მინდა გითხრათ, რომ თითქოს მე ვთქვი დილით, რომ გუნდში არ განიხილებოდა ეს და შემდგომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ახლაც ვადასტურებ, რომ უმრავლესობის გუნდში არც ყოფილა განხილული აღნიშნული საკითხი და გუნდის არც ერთ წევრს არ მოუთხოვია და არც დაუსვამს საკითხი, რომ ვანო ზარდიაშვილს უნდა დაეტოვებინა რაიმე მიზეზით გუნდი. ამას ახლაც გიდასტურებთ. მე ვთქვი, რომ გუნდში, ეს არ ყოფილა განხილული, უმრავლესობას ამაზე არ უმსჯელია, ეს არის ვანო ზარდიაშვილის პირადი რა ღირსეული გადაწყვეტილება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე.

"ახლა, რაც არ უნდა მითები შეთხზას ოპოზიციამ, მათგან განსხვავებით, რომელთაც და განსაკუთრებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია გუნდის გაყოფა, ვითომ პოლიტიკური გაყრები და ა.შ., "ქართული ოცნება" დგას იმ ღირებულებაზე, რომლისთვისაც ადამიანი, მით უმეტეს საკუთარი თანაგუნდელი, არის მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე, ვინაიდან გუნდის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი გუნდის საქმიანობაში. ვანო ზარდიაშვილი რჩება გუნდში და მას აქვს საკმაო რესურსი იმისთვის, რომ გუნდს, სადაც დასჭირდება, განახორციელოს მასზე დაკისრებული საქმიანობა", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს