არჩილ თალაკვაძე სათამაშო ბიზნესზე - ხელაღებით რაღაცის აკრძალვა ან დაშვება არ არის ის, რაც სიღარიბეს შეამცირებს -  საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება

მენქიუს წიგნი მაქვს მაგიდაზე, ყოველდღე ვკითხულობ, ოთხი სხვადასხვა სახელმძღვანელო მაქვს ეკონომიკაზე და ყოველდღე ვკითხულობ, ასეთი რეცეპტი, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვით სიღარიბეს მოვაგვარებთ, არ არსებობს,-ამის შესხებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მხოლოდ რეგულაციები სიღარიბეს ვერ შეამცირებს.

"თამაშზე დამოკიდებულება არის პრობლემა და სათამაშო სფეროში ასეთი ვითარება არის სოციალური ფონის ერთ-ერთი შედეგი და შემადგენელი. ეს პრობლემა შედეგია და არა დასაწყისი. თქვენ როდესაც მეუბნებით, რეგულაციებზე, როგორ ფიქრობთ, სათამაშო ბიზნესს რომ დაარეგულირებ, ამით სიღარიბე შემცირდება?თუ ავკრძალავთ სათამაშო ბიზნესს, სიღარიბე შემცირდება? ამას უნდა შევხედოთ როგორც სოციალურ პრობლემას და მოვაგვაროთ, როგორც სოციალური პრობლემა. როდესაც სათამაშო ბიზნეს ახლავს დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულა შემდეგ იკვეთება სხვადასხვა სოციალურ სფეროებში, ეს არის არასრულწლოვნები, კრიმინალი, არალეგალური და ჩრდილოვანი შემოსავლები და სხვა. ბევრი ასპექტი აქვს ამას. სიღარიბის მოგვარების დაწყება სათამაშო ბიზნესის რეგულირებთ, ასეთი რამ არ ვიცი...მენქიუს წიგნი მაქვს მაგიდაზე, ყოველდღე ვკითხულობ, ოთხი სხვადასხვა სახელმძღვანელო მაქვს თანამედროვე ეკონომიკაზე და ვკითხულობ, ეგეთი რეცეპტი, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვით სიღარიბეს მოვაგვარებთ არ არსებობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ პრობლემაა ე.წ. ელიოზის სინდრომი, როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს მოგების ცრუ იმედები აქვთ და ამით უფრო მეტ პრობლემას იქმნიან.

„ ელიოზის აკრძალვით ან მისი საზოგადოებიდან გაყვანით, ელიოზის სინდრომი არ გაქრება. როდესაც არ იქნება ერთი ელიოზი, გამოჩნდება-მეორე. ამ სფეროს რა სჭირდება იცით?-ამ სფეროს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ეს არის განათლება, მართლმსაჯულება, სამართალდაცვითი კომპონენტი, სათამაშო ბიზნესის ადმინისტრირება და დაბეგვრა, კონკრეტული წესები, რომ 18 წლამდე ბავშვები ამ ბიზნესში არ ჩაერთონ და არავინ მისცეს მათ ამის შესაძლებლობა",-აცხადებს თალაკვაძე.

კითხვაზე, მაშინ,როცა დღევანდელი კანონმდებლობა კრძალავს 18 წლამდე პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას, რატომ არ ხდება კანონის აღსრულება, თალაკვაძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, კანონის აღსრულებაშია პრობლემა. მისივე თქმთ, რეგულირება საჭიროა და იმ საკითხებზე ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ.

"უნდა შეფასდე, ს რა არის სათამაშრო ბიზნესის როლი ეკონომიკაში, რა არის სათამაშო ბიზნესის როლი სოციალურ სფეროში, რა არის უსაფრთხოების სფეროში. რა ხდება რეგულაციების თვალსაზრისით და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ხელაღებით რაღაცის აკრძალვა ან დაშვება არ არის ის, რაც სიღარიბეს შეამცირებს, ან უკეთესს მოუტანს ქვეყანას. საჭიროა კომპლექსურად შეფასება და ღონისძიებებიც კომპლექსურად არის მისაღები. აკრძალვები თუ არსებობს, ამის დარღვევებიც არსებობს, თუ კომპლექსურად არ მივუდექით, აქ როგორც აკრძალავ, ერთ მხარეს ჩაკეტავ, მეორე მხარეს გაგექცევა პროცესი",-აცხადებს თალაკვაძე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო